ჩვენს შესახებ
"ფასეულობათა კვლევის საზოგადოება" 2010 წლიდან აქტიურად არის ჩართული ფასეულობითი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და მოსახლეობის ფართო წრეებში ან ცოდნის გავრცელების საქმეში. ამ მიზნით, მოწვეული ფილოსოფოსები, ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, თეოლოგები ამუშავებენ კულტურულ და რელიგიურ ფასეულობებთან დაკავშირებულ საკითხებს, სწავლობენ მათ მნიშვნელობას საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების განვითარებისათვის, როგორც წარსულში ასევე თანამედროვე პირობებში იკვლევენ ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გამაერთიანებელ თუ განმასხვავებელ ნიშნებს. ამ კვლევების საფუძველზე, საზოგადოებამ შექმნა სამი დისციპლინისგან (ბიბლიური ფასეულობები, ფილოსოფია, ისტორია) შემდგარი ლექციების კურსი, რომელთა აუდიოვერსიები ატვირთულია ვებ გვერდზე.
წელიწადში სამჯერ - აღდგომა, შობა, ღვთისმშობლობა - საზოგადოება გამოსცემს ჟურნალს "გული გონიერი", რომელშიც განხილულია ჩვენი ეპოქისთვის მნიშვნელოვანი სულიერი, რელიგიური, ფილოსოფიური, ისტორიული თუ კულტუროლოგიური პრობლემები. ჟურნალის ყველა ნომერი შესაძლებელია იხილოთ ვებ გვერდზე.
"ფასეულობათა კვლევის საზოგადოება" გეგმავს ინტერდისციპლინურ სამეცნიერო სემინარებსა და კონფერენციებს ქართველ და უცხოელ მკვლევართა მონაწილეობით.